კონსტიტუციაში არსად წერია, რომ პრეზიდენტმა წერა-კითხვა უნდა იცოდეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია წერს.
„კონსტიტუციაში არსად წერია, რომ პრეზიდენტმა წერა-კითხვა უნდა იცოდეს, ამ მხრივ ბიძინას ვერაფერს ვუსაყვედურებთ.
პარლამენტი, რომელიც ახალი პრეზიდენტის არჩევაში მონაწილოებას მიიღებს, კი არ იქნება მთლად კონსტიტუციური, მაგრამ წვრილმანებზე ნუ ვიდავებთ“, - წერს გია ნოდია.
შეგახსენებთ, დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.