ჩვენ ადგილზე გვქონდა შესაბამისი სითბური დრონები მობილიზებული, რომელიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი და ასევე ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა და სითბური დრონების მეშვეობით უფრო მარტივი იყო ვიდრე ვერტმფრენით, რადგან არის ურთულესი რელიეფი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
„ვერტმფრენები, რომლებიც ჩართულები სამაშველო ღონისძიებაში მათი გამოყენება პირველად არ ხდება. ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, ღამე, მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი იყო მაღალი რისკი, ასევე, პირველ რიგში არაფერი აუცილებლობა აღარ იყო მაგის, რომ ყოფილიყო აუცილებლობა, საჭიროების შემთხვევაში ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. ჩვენ ადგილზე გვქონდა შესაბამისი სითბური დრონები მობილიზებული, რომელიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი და ასევე ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა და სითბური დრონების მეშვეობით უფრო მარტივი იყო ვიდრე ვერტმფრენით, რადგან არის ურთულესი რელიეფი, მთებისა და კლდის მასივია ძალიან რთული და იყო მაღალი ძაბვის სადენები, ამიტომ არ არსებობდა გარისკვის თუნდაც მცირე შანსი და ჩვენ არ გამოგვეყენებინა, სითბური დრონების საშუალებით მოვახდინეთ იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც იყვნენ ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გახიზნულები. იმის შემდეგ რაც დაფიქსირდა სამწუხაროდ ის უბედურება და გარდაიცვალნენ ადამიანები, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნილა არავის და არ დაგვმატებია არც დაღუპულები და არც დაშავებულები არ გვყავს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.