თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მან აშშ-სა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღო.
მისი თქმით, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ ჟენევაში წარმოდგენილ პროექტზე.
„ეს არანაირად არ არის წინადადებების ან შეთანხმებების ახალი ნაკრები“, - განაცხადა კირ სტარემრმა.
შეგახსენებთ, CBS News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე“ თანხმობა განაცხადა, თუმცა „უმნიშვნელო დეტალებზე“ შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევია.