თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებისკენ დიდი პროგრესი იქნა მიღწეული და აღნიშნა, რომ „რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალის“ მოგვარებაა საჭირო.
"ბოლო კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მოწვევით.
არსებობს რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია და რომლებიც უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ Х-ში.
მანამდე,სამშაბათს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, ჟენევაში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების შესახებ განაცხადა.
უმეროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დელეგაციებმა ჟენევაში განხილული შეთანხმების ძირითად პირობებთან დაკავშირებით საერთო შეთანხმებას მიაღწიეს.
ახლა, მისი თქმით, უკრაინა შემდგომ ნაბიჯებში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას იმედოვნებს.
მისივე ცნობით, უკრაინა ვარაუდობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში „რაც შეიძლება მალე, ნოემბერში“ გაიმართება, რათა დასრულდეს საბოლოო ეტაპები და მიღწეულ იქნას შეთანხმება პრეზიდენტ ტრამპთან.
შეგახსენებთ, დღეს CBS News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა აშშ-ის შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებებზე ტრამპის სამშვიდობო გეგმა 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა.