“ასე იცის ბევრმა ბაქი-ბუქმა. რუსი "კაგებეშნიკის" ოჯახში გაზრდილი კობახიძე იყო მთავარი ორგანიზატორი კასპშიც და საგარეჯოშიც. დღეს ვხედავთ, რომ კრემლმა უკან დაიხია, შეშინდნენ. მარტვილშიც ჩავატარებთ შეხვედრას და ყველა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში,” - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეისვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას: “რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესია, არათუ ხელი უნდა შეუშალოს მას ვინმემ, არამედ ხელი შევუწყოთ, რადგან უფრო კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სახე“.
ხაბეიშვილის თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას, რომ საპენსიო ასაკმა 60 წლამდე დაიწიოს.
“ასე იცის ბევრმა ბაქი-ბუქმა. ეს რუსი "კაგებეშნიკის" ოჯახში გაზრდილი კობახიძე იყო მთავარი ორგანიზატორი კასპშიც და საგარეჯოშიც. თუ ვინმე დასაკითხი და დასაკავებელია, არის მათ ენაზე რომ ვთქვა, “ნაგლი’ კობახიძე, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი. დღეს ვხედავთ, რომ კრემლმა უკან დაიხია, რაღაცნაირად შეშინდნენ. მარტვილშიც ჩავატარებთ შეხვედრას, იმერეთშიც, დედაქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში. ცხადია ეს ასე იქნება. ეს ქვის სროლები იყო მოკლემეტრაჟიანი რუსული ოცნება რომ ვინმე შეშინდებოდა და თურმე მოსახლეობას აღარ შევხვდებოდით. სხვათა შორის მოგვიწია ბანერის გაკეთება, რომ ქვის სროლით პენსიები არ იზრდება. შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რომ 60 წლამდე დაიწიოს საპენსიო ასაკმა და მეორე, ის სესხები, რომლებიც აქვს 358 ათას პენსიონერს, უნდა გაუნულდეთ. ყველა ქალაქში ჩავალთ, ყველა მუნიციპალიტეტში, დავპირდებით მოსახლეობას, რუსულ პარტიას გავაცილებთ პოლიტიკური ველიდან და აუცილებლად შევასრულებთ მერე ამ დაპირებებს,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.