“პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი ითხოვს უკრაინის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას. ვნახეთ უკრაინის რადის განცხადება. ასევე ვნახეთ ევროპარლამენტარების მიმართვა. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაიგოს - პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ ელოდებიან,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ სააკაშვილის თავისუფლება და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანესი კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე,
“პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი ითხოვს უკრაინის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას. ვნახეთ უკრაინის რადის განცხადება. ჩვენ მანამდე ვნახეთ ევროპარლამენტარების მიმართვა, რომელსაც 44 ევროპარლამენტარი აწერს ხელს. ვნახეთ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება. გვინახავს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის, პროდასავლელი ლიდერების განცხადებები პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენასთან. ამიტომ, თუ ხელისუფლებას რაიმე სურს ჩვენი ქვეყნისთვის, პირად ბოღმას ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ინტერესები არ უნდა გადააყოლოს. პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან. კარგად უნდა გაიგონ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანესი კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
დღეს, უკრაინის რადამ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი მიმართვის პროექტს მხარი დუჭირა.