მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი მიმართვის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა.
ინიციატივა გულისხმობს მიმართვას საქართველოს პრეზიდენტისადმი, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი, ევროპარლამენტისადმი, გაეროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისადმი, ასევე BSEC-ისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეებს.
რადა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეწყალების ჰუმანიტარული აქტის ან უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის ხელშეწყობის თხოვნით;
ასევე, უკრაინის რადა მიმართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ბისეკ-ის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეას მოწოდებით, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ჰუმანიტარული აქტის განხორციელების აუცილებლობის შესახებ ან საქართველოს მთავრობის მიერ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გაგზავნის შესახებ.