8 ივნისს, 10:00-ზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურასთისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, უმასპინძლებს ახალი პროექტის წარდგენას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აგროსასურსათო სექტორში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და დაბალემისიიანი განვითარების ხელშეწყობას. პროექტის მხარდამჭერია კლიმატის მწვანე ფონდი (GCF).
ახალი პროექტის წარდგენას დაესწრებიან მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები აგროსასურსათო და სხვადასხვა სექტორიდან. კლიმატის მწვანე ფონდთან საქართველოს თანამშრომლობისა და ახალი პროექტის შესახებ გაიმართება პრეზენტაციები. ღონისძიება ემსახურება დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.
მისამართი: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“, დარბაზი 1.