თბილისში საახალწლო სოფელი გაიხსნა - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საახალწლო სოფელში დაგეგმილია მრავაფეროვანი აქტივობები, მოწყობილია მარკეტები და ა.შ.
"დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარედ არსებულ „საახალწლო სოფელში“ მოწყობილია: სამეწარმეო და გასტრონომიული მარკეტები, გამოფენა-გაყიდვა „თბილისის საშობაო ბაზარი“, საბავშვო თემატური სივრცეები, სანტას სახლი და სახელოსნო, ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები.
რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე „საახალწლო სოფელში“ მისულ სტუმრებს დახვდებათ: გასტრონომიული მარკეტი, „თბილისის საშობაო ბაზარი“, საახალწლო მატარებელი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები, ტკბილეულის ფესტივალი. „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება: ზღაპრის გმირების მსვლელობა, საბავშვო კონცერტები, საღამოს კონცერტები, ღია კინოთეატრი, თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები და საბავშვო-გასართობი აქტივობები" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და აქციების ფონზე, მეწარმეთა ნაწილმა უარი განაცხადა საშობაო ბაზრობაში მონაწილეობის მიღებაზე.