ოთხი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ეუთო/ოდირის დასკვნას საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
"ეს დასკვნა არის უპრეცედენტოდ უარყოფითი, ასეთი ნეგატიური დასკვნა არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა და პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ასეთი არჩევნების შედეგად მიღებული შედეგები არის არალეგიტიმური და არჩეული პარლამენტი არის არალეგიტიმური. ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება." - განაცხადა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, "ოცნებას" იმედი ჰქონდა, რომ ეუთო/ოდირი მათ ლეგიტიმაციას მისცემდა, თუმცა ეს პროპაგანდა ჩამოეშალათ.
"ამ დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა, იქნება ეს სანქციები, თუ სხვა მხრივ, იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ დასკვნის იმ სახით არსებობა, რაც დადო ეუთო/ოდირმა,"- განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.