1-ლი ივნისის ღამეს რუსეთმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევის დესნიანის რაიონში დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი, დაშავდა14 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა ბავშვთა პოლიკლინიკას და მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. აფეთქების ტალღამ ერთ-ერთი ბინის აივანი მოგლიჯა. ნამსხვრევები ასევე მოხვდა ორს სკოლის და პოლიციის განყოფილების შენობებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა კიევის წინააღმდეგ გამოიყენა „ისკანდერის“ ტიპის 10 რაკეტა. უკარინელი სამხედროების განცხადებით, ყველა რაკეტა გაანეიტრალეს. მათივე თქმით, მტრის თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა იყო.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა რაკეტები ბრიანსკის ოლქიდან ისროლეს. „ყველა სამიზნე განადგურდა, მაგრამ ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.