დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენი ტატო გრიგალაშვილი (73კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში პრინციპული მეტოქე, ბელგიელი მატიას კასე ვაზარით დაამარცხა და პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
დოჰაში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს დღემდე, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული. შეჯიბრის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ხვალ ორი ქართველი - ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90კგ) იასპარეზებს.