“ნაპოლიმ” “სკუდეტო” უდიდესი უპირატესობით, ნაადრევად, იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩი „უდინეზესთან“ სტუმრად გამართა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.
პირველი გოლი მე-13 წუთზე მასპინძლებმა გაიტანეს.
52-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ კარში ხვიჩა კვარაცხელიამ დაარტყა, დამატებაზე კი ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა ზუსტად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა.
მატჩი 1:1 დასრულდა. 33 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 80 ქულა დააგროვა და ოფიცილაურად მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული.
იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.