ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ლაშა ტალახაძემ იასპარეზა და ქართველი ძალოსანი კარიერაში მეშვიდედ გახდა კონტინენტის პირველობის გამარჯვებული.
ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა – მან 210, 217 და 222 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშამ აკვრაში 246 და 252 კგ დააფიქსირა და ასევე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 474 კგ-ით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
დღეს, ასევე ასპარეზობდა ბაქარ თურმანიძე. მან 170 და 176 კგ დააფიქსირა, რითიც მეოთხე ადგილზე გავიდა. აკვრაში თურმანიძე 210 და 216 კგ-ს გაუმკლავდა და მეხუთეზე გავიდა. ო რჭიდის ჯამში მან 392 კგ-ით მეხუთე ადგილი დაიკავა.