უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოზიციით, როდესაც მან უარი თქვა უკრაინაშ რუსეთის ქმედებებისთვის გენოციდი ეწოდებინა და რუსი და უკრაინელი ხალხები "ძმებად" მოიხსენია.
"იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს არ სურს უკრაინელების გენოციდის აღიარება რუსეთის ხელმძღვანელობის ყველა ღია განცხადებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად. უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ახლოს არიან ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ მითი რუსეთისა და უკრაინის ორი მოძმე ხალხის შესახებ შეირყა ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ. შემდეგ თითქოს რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად რუსი "ძმები" მოვიდნენ, თუმცა რვა წელიწადში 14 000 უკრაინელი დაიღუპა. ეს მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც თებერვალში პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ქალაქებისკენ გაუშვეს. "მოძმე" ერი არ კლავს ბავშვებს, არ ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებს ქალებს, არ ასახიჩრებს მოხუცებს და არ ანგრევს სხვა "მოძმე" ხალხის სახლებს. ყველაზე სასტიკი მტრებიც კი არ სჩადიან სისასტიკეს დაუცველი ადამიანების მიმართ", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ოლეჰ ნიკოლენკოს კომენტარში.
"მოძმე" ხალხი არ ხოცავს ბავშვებს, არ ხვრეტს სამოქალაქო პირებს, არ აუპატიურებს ქალებს, არ ასახიჩრებს მოხუცებს და არ ანადგურებს მეორე ‘მოძმე’ ხალხის სახლებს. დაუცველი ადამიანების მიმართ სიმხეცეს ყველაზე გააფთრებული მტრებიც კი არ მიმართავენ. ჯერჯერობით არ არსებობს არც მორალური, არც რეალური საფუძველი რუსეთისა და უკრაინის ხალხების "ძმურ" კავშირებზე სალაპარაკოდ", - დასძინა ნიკოლენკომ.