საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა, გენოციდი ეწოდებინა უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის.
ტელეარხ France2-ის ეთერში, ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის მსგავსად, ტერმინ გენოციდს რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის, მაკრონმა უპასუხა:
"დღეს ასეთ ტერმინებთან მიმართებით ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან".
მაკრონის განცხადებით, მსგავსი რიტორიკა ომის შეწყვეტასა და მშვიდობის აღდგენის მიზნებს არ ემსახურება.
"დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია მიუღებელია. ეს არის ომის დანაშაულები. ჩვენ ვცხოვრობთ ომის დანაშაულებში, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენს ევროპულ მიწაზე", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად გამოიყენა სიტყვა „გენოციდი“ იმ მოქმედებების აღსაწერად, რომელსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სჩადის.