საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას ეხმიანება.
"აბსოლუტურად გამანადგურებელია იმის ნახვა, როგორ ახორციელებს რუსეთი დარტყმას კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, რომელიც მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს "ტვიტერზე" საქართველოს საგარეო უწყება.
დღეს, 8 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სარაკეტო დარტყმის დროს ვაგზალზე 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე ევაკუაციას ცდილობდნენ. თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღპუა, ათეულობით დაშავდა.
რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს რკინიგზის სადგურის დაბომბვაში.