ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შემაძრწუნებელს უწოდებს რუსეთის არმიის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
"შემაძრწუნებელია რუსეთის მიერ განხორციელებული იერიში რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუაციას ელოდებოდა. საჭიროა მოქმედება: მეტი სანქციები რუსეთს და მეტი იარაღი უკრაინას," - აცხადებს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო იერიშებს 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.