რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაიღუპა 30-ზე მეტი და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.
დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსებმა სადგურს კასეტური ისკანდერის ტიპის რაკეტები ესროლეს.
დაბომბვის დროს სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რადგან დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობდა.