ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ქალიშვილებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ The Wall Street Journal დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
პუტინი ოჯახზე საჯაროდ არ საუბრობს. ყოფილი მეუღლის ლუდმილა პუტინისგან მას ორი ქალიშვილი ჰყავს - მარია ვორონცოვა და ეკატერინა ტიხონოვა. უცნობია ჰყავს თუ არა პუტინს სხვა შვილები.
ვორონცოვა და ტიხონოვა საზოგადოების წინაშე თითქმის არასდროს ჩნდებიან. რუსების უმრავლესობამ არც კი იცის როგორ გამოიყურებიან ისინი.
შეგახსენებთ, დღეს ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი წარადგინა, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა დამტკიცდეს.
ფოტო: RFE/RL