შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის დაწესების შესახებ განაცხადა.
პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად გეგმავს, რუსეთს ეკონომიკას დააკისროს სერიოზული საფასური, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში.
"ჩვენ ვიყავით გამჭვირვალეები მსოფლიოს წინაშე, გავიზიარეთ მსოფლიოს სადაზვერვო მონაცემები, რათა არ ყოფილიყო არავითარი გაუგებრობა იმისა, პუტინი რასაც აკეთებდა. პრობლემა აგრესორია. პუტინმა აირჩია ომი, იგი და მისი ქვეყანა ახლა ნახავს ამის შედეგებს. ძლიერ სანქციებს ვაწესებ რუსეთის წინააღმდეგ, იგი სერიოზულ ფასს გადაახდევინებს რუსეთის ეკონომიკას. დაუყონებლივ და დროის განმავლობაში. ჩვენ სპეციალურად შევქმენით სანქციები, რათა მოვახდინოთ მაქსიმალიზაცია რუსეთზე და მინიმალიზაცია მოხდეს ზეგავლენისა ამერიკაზე და ჩენ მოკავშირეებზე. ამერიკა ამას მარტო არ აკეთებს. ჩვენ კოალიციას ვქმნით პარტნიორების, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის ნახევარს წარმოადგენს. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ეს არის ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, ახალი ზელანდია და სხვა ქვეყნები, რომლებიც ერთობლივი პასუხის თვალსაზრისით არიან მობილიზებული და სრულ თანხმობაში ვიმყოფებით. ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის შესაძლებლობებს, რომ აწარმოონ ბიზნესი ევროებში, დოლარებში, ფუნტებში. ჩვენ შევაჩერებთ რუსეთის შესაძლებლობებს, რომ დააფინანსოს თავისი სამხედრო ძალები. ჩვენ შევზღუდავთ უმაღლესი ტექნოლოგიებისადმი წვდომას. ჩვენ დავარტყამთ რუსეთის რუბლს, რომელმაც ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია თვეების განმავლობაში. რუსეთის აქციები დაეცა 50 პროცენტით. ჩვენი ქმედებებით, ვადებთ სანქციებს რუსთის ბანკებს, რომლებშიც ტრილიონ 300 მილიონი აქტივები დევს“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა", - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, აშშ შეაფერხებს რუსეთის შესაძლებლობას, დააფინანსოს თავისი არმია.
"დღეს ჩვენ დავაწესებთ სანქციებს რუსული ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის აქტივებს ფლობენ. სანქციებს ვუწესებთ ოთხ რუსულ ბანკს, მათი ყველა აქტივი ამერიკაში გაიყინება. მათ შორის არის VTB, სიდიდით მეორე ბანკი რუსეთში, რომელიც 250 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს", - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დაპირებისამებრ, სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის ელიტისა და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც პირად სარგებელს იღებენ კრემლის პოლიტიკისგან.
„ჩვენ ჩამოვჭრით რუსეთს ამერიკის ფინანსური სისტემიდან. ოთხ ძირითად ბანკს ვბლოკავთ. აქტივი, რომელიც ამერიკაში იქნება, იქნება გაყინული. ეს გულისხმობს 250 მილიარდი დოლარის მქონე აქტივების, ასევე რუსეთის ელიტისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებას ვახორციელებთ. როგორც სამშაბათს განვაცხადე, ესენი გახლავთ ის პირები, რომლებიც სარგებელს იღებენ კრემლის პოლიტიკიდან და უნდა გაიზიარონ ის ტკივილი, რომელიც ახლაც და მომავალშიც დადგება. სამშაბათს ჩვენ შევუწყვიტეთ რუსეთის მთავრობას ფულის მიღების საშუალება ამერიკული ან ევროპული ინვესტირებიდან. ასევე ახლა შეზღუდვას ვუწესებთ რუსეთის დიდ საწარმოებს, კომპანიებს, რომლებსაც ტრილიონ 400 მილიარდი დოლარის აქტივები გააჩნიათ. ჩვენ შევუზღუდავთ რუსეთს წვდომას ტექნოლოგიებისადმი. მომავალი წლების განმავლობში ჩვენ ქმედებებში და ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავანახევრებთ მაღალტექნოლოგიურ იმპორტს რუსეთში, რომ ვერ მოახდინოს მოდერნიზება სამხედრო ძალების. ჩვენ შევამცირებთ მათ შესაძლებლობას, რომ ააშენოს გემები. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა რუსეთის და პუტინის სტრატეგიული ამბიციებისთვის ომის მომზადებაში“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში არ იომებენ, თუმცა ვაშინტონი, ალიანსის მოკავშირეებთან ერთად, დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.
ბაიდენის ამ განცხადებას წინ უსწრებდა "დიდი შვიდეულის" ლიდერების შეხვედრა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე იმსჯელეს.
მანამდე, ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს ბაიდენმა ბაიდენმა ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკებს სანქციები დაუწესა, იმავე დღეს, ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესა. 23 თებერვალს, ბაიდენის განკარგულებით, სანქციები დაუწესდა რუსული გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ოპერატორ კომპანიას.