გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი" დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.
"ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა მოსკოვში ლავროვთან შეხვედრის შესაძლებლობა ითხოვა. მოსკოვი დათანხმდა ვიზიტს თებერვალში", - თქვა სააგენტოს წყარომ.
ლიზ ტრასი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნად 2021 წლის 15 სექტემბერს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ეს პოსტი დატოვა დომინიკ რააბმა.
ბოლოს მოსკოვს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის რანგში, ბორის ჯონსონი ეწვია, 2017 წელს.
ლიზ ტრასმა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არაერთი მწვავე განცხადება გააკეთა კრემლის მისამართით, უკრაინის ირგვლივ შექმნილ დაძაბულობაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მოუწოდებს, თავი შეიკავოს შემდგომი აგრესიისგან.
• დროა, თავისუფალი სამყარო ფეხზე დადგეს, დიქტატურას წინ უნდა აღვუდგეთ - ლიზ ტრასი
• ევროპამ უნდა შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, ლონდონი ეწინააღმდეგება "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტს - ლიზ ტრასი
• აგრესორი რუსეთია, ნატო ყოველთვის თავდაცვითი ალიანსი იყო - ლიზ ტრასი
• ლიზ ტრასი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება
• ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი მიგრაციულ კრიზისზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს