დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი რუსეთს აფთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვი აღმოჩნდება ავღანეთში საბჭოთა სამხედრო ოპერაციის ანალოგიურ კონფლიქტში.
"კრემლმა ვერ ისწავლა ისტორიის გაკვეთილები. შეჭრა [უკრაინაში] მხოლოდ საჭინელ ჭაობს და მსხვერპლს მოიტანს, რომელიც ანალოგიური იქნება იმისა, რაც უკვე ვნახეთ ჩეჩნეთში და საბჭოთა კავშირსა და ავღანეთს შორის ომებში", - განაცხადა ტრასიმ 21 იანვარს, ავსტრალიაში ვიზიტის დროს.
ბრიტანელმა დიპლომატმა ვლადიმირ პუტინს მოუწოდა თავი შეიკავოს უკრაინაში შეჭრისგან და უკან დაიხიოს, ვიდრე სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს. მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დეესკალაციისა და სერიოზული დისკუსიებისკენ. "ის რაც ხდება აღმოსავლეთ ევროპაში, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია", - ციტირებს მდივნის სიტყვებს გაზეთი The Guardian.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის გარშემო არსებულ კრიზისი მსხვილი კონლიქტის ნაწილია ლიბერალურ დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, რომელსაც მან რუსეთი და ჩინეთი მიაკუთვნა.
"ავტოკრატიები იმ დონემდე გათამამადნენ, რაც ცივი ომის შემდეგ არ გვინახავს. ისინი ცდილობენ მთელ მსოფლიოშო მოახდინონ დიქტატურის, როგორც მომსახურების ექსპორტი. სწორედ ამიტომ ისეთი რეჟიმები, როგორებიცაა ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა და მიანმარი პოულობენ თავიანთ უახლოეს მოკაშირეებს მოსკოვსა და პეკინში. დროა, თავისუფალი სამყარო ფეხზე წამოდგეს", - განაცხადა ლიზ ტრასიმ.
ტრასიმ აღნიშნული განცხადებები ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლონკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერეგი ლავროვის შეხვედრამდე რამდენიმე საათთ ადრე გააკეთა. დასავლეთი რუსეთს უპრეცენდენტო სანქციებით ემუქრება უკრაიანში შეჭრის შემთხვევაში.
უკანასკნელი კვირის განმავლობაში უკრაინის საკითხზე რამდენიმე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, თუმცა ამ შეხევდრებმა ვითარების არსებითი გადატვირთვა ვერ მოიტანა. რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული და ნატოს-სგან მოითხოვს ოფიციალურად უარი თქვას უკრაინის ალიანსში მიღებაზე. ნატო ამ მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრების მისაღებად.