მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას პოეტი ბესიკ ხარანაული ეხმიანება.
ბესიკ ხარანაულმა საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ვინცა ხართ: მიხეილ სააკაშვილის წამებით გადაუარეთ ყველას და ყველაფერს! ნეტა რაზე დგახართ?!", - წერს ხარანაული.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობს. ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ამ პირობის დაკმაყოფილებისთანავე, ის მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.
გუშინ, მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და პირველად ამ დროის განმავლობაში ლოგინიდან წამოდგომა ვერ შეძლო. ამ განცხადების საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარება სტაბილურია.
გუშინვე, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ონლაინ პეტიცია დარეგისტრირდა.