ფოტო: AFP
მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ, კვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. განცხადება საერთაშორისო პლატფორმა - change.org-ზეა ხელმისაწვდომი.
ხელმომწერები დებენ პირობას, რომ ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას კლინიკასთან გამართულ საპროტესტო აქციებში.
"მე, ამ პეტიციაზე ხელის მომწერი მოქალაქე, ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციურ, მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას და პირობას ვდებ, კლინიკასთან სადაც გადაყვანილი იქნება პრეზიდენტი, საპროტესტო აქციაში არ მივიღებ მონაწილეობას მისი მკურნალობის განმავლობაში", - წერია პეტიციაში.
პეტიციას ხელი უკვე 1 879-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა.