დღეს პირველი დღეა, როდესაც პრეზიდენტი არ ამდგარა ლოგინიდან - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნიკოლოზ ყიფშიძემ ცოტა ხნის წინ დატოვა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს აქვს ძლიერი სისუსტე და წევს ლოგინში.
"საკანში ვესტუმრე იმიტომ, რომ არ შეეძლო ქვემოთ ჩამოსვლა. ანალიზები ავიღეთ, პასუხები მივიღეთ, მაგრამ დღეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პრეზიდენტი ვერ ადგა ლოგინიდან" - ამბობს ყიფშიძე.
ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, კონსილიუმის წევრები ხვალ უნდა შეიკრიბონ, თუმცა მისივე თქმით, დასაკარგი დრო არაა.
"დრო არ გვაქვს, სასწაული არ ხდება, ეს ადამიანი ყოველ დღე უფრო და უფრო ცუდად ხდება", - ამბობს ყიფშიძე.
მიხეილ სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს.