ავღანეთში, ნატო-ს კოალიციამ შეძლო დაემარცხებინა ტერორიზმი, რომელიც ემუქრებოდა დასავლეთის ქვეყნებს, მაგრამ ვერ მიაღწია თავის ყველა მიზანს, თქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიცკისთან ერთობლივ ბრიფინგზე.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევძელით ტერორიზმის დამარცხება, რაც საფრთხეს უქმნიდა ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ყველა ჩვენი მიზნის მიღწევა... ჩვენი გადმოსახედიდან, ახლა მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის, რაც მივაღწიეთ: განათლების შესაძლებლობა გოგონებისთვის და სხვა მსგავსი საკითხები, - თქვა მერკელმა.
ანგელა მერკელი კანცლერის რანგში ბოლოჯერ სტუმრობს პოლონეთს.
გერმანიის კანცლერისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ცენტრალური თემა პოლონეთ-ბელარუსის აღმოსავლეთ საზღვარზე მიგრანტების გადაადგილების გამო შექმნილი ვითარება იყო.