თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სახელგანთქმული ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის, კახი კავსაძის სახელი მიენიჭა.
დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კახი კავსაძის ქუჩის სახელი კრწანისის რაიონში ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევს ეწოდა.
კავსაძის ქუჩა ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩას ჩახრუხაძის ქუჩასთან დააკავშირებს.
კახი კავსაძე, 2021 წლის 27 აპრილს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“.
2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.