85 წლის ასაკში მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა.
კახი კავსაძე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. გასული წლის ბოლოს ისი კორონავირუსით დაინფიცირდა და მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.
კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“.
2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.