პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ტოკიოს პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
რევაზ ჩიკოიძემ (+100კგ.) ფინალურ შეხვედრაში ირანელ მუჰამადრეზა ხეიროლაჰზადეჰსთან ტრამვის გამო ბრძოლა დათმო, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ეს საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მესამე მედალია ტოკიოს პარალიმპიადაზე, მანამდე ვერცხლის მედლები მოიპოვეს პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა და პარამოფარიკავემ ნინო თიბილაშვილმა.