საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ინა ქალდანმა (70 კგ) ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ინა ქალდანი ფინალურ შეხვედრაში ბრაზილიელ მალდონადოსთან დამარცხდა.
ქართველმა პარაძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში მექსიკელი ძიუდოისტი, ხოლო ნახევარფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა.
დღესვე, მძინეწონოსანი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე ირანელი ჰეიროლაჰზადეს ფინალში შეხვდება.
საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ანგარიშზე უკვე ორი ვერცხლის მედალია.