ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანი" 15 აგვისტოს ავღანეთის უკანასკნელის ბასტიონის, დედაქალაქ ქაბულის დაპყრობით, მთელ ქვეყანას დაეპატრონა.
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ უკვე დატოვა სამშობლო და თავისი გადაწყვეტილება სისხლისღვრის თავიდან აცილების მოტივით ახსნა.
"თალიბანის" მიერ ავღანეთის ხელში ჩაგდების ფონზე, ქვეყანას ურიცხვი ავღანელი ტოვებს. მათ კარგად ახსოვთ 1996-2001 წლებში თალიბანის რეჟიმის სისასტიკე.
დასავლეთის ქვეყნები ქაბულში თავიანთ საელჩოებს დროებით ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახდენენ.
თალიბანის რეჟიმი ავღანეთს 1996-2001 წლებში განაგებდა. რეჟიმი შეერთებული შტატებისა და ნატოს კოალიციური ჯარების მეშვეობით დაემხო.
20-წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ, საერთაშორისო კოალიციურმა ჯარებმა ავღანეთი დატოვეს.
ფოტოები წარსულიდან, რომელიც 1996-2001 წლებში თალიბანის რეჟიმის დროს ავღანეთში არსებულ ვითარებას ასახავს
ათი წლის ავღანელი ბიჭი მატინი ავტოფარეხის ღობის მიღმა, სადაც ის მუშაობს. 2001 წლის 9 დეკემბერი
ავღანელი დევნილები ტოვებენ ყუნდუზის პროვინციის ერთ-ერთ სოფელს ხონაბადს, 2001 წლის 21 ნოემბერს. ამ დროისთვის ყუნდუზის პროვინცია თალიბანის უკანასკნელი ბასტიონი იყო, მისი რეჟიმის დამხობამდე. სწორედ აქ იყო თავმოყრნილი და საერთაშორისო კოალიციური ძალების მიერ გარშემორტმული თალიბანის 10 000-მდე მებრძოლი.
ავღანეთის ანტი-თალიბანური მოძრაობის წარმომადგენლები გასცქერიან სივრცეს, სადაც მოსჩანს აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად გამოწვეული აფეთქებები. 2001 წლის 16 დეკემბერი.
ავღანელი დევნილი თავის ორ შვილთან ერთად ქაბულისკენ მიემართება. 2001 წლის 24 ოქტომბერი
ბუდას გიგანტური ქანდაკება (53 მეტრი სიმაღლის) ბამიანის პროვინციაში. ქაბულიდან დასავლეთით 150 კილომეტრში. 1997 წლის 28 ნოემბერი.
შეტაკებების შედეგად დანგრეული ქალაქის ფონზე ჩანს ხალხმრავალი ქუჩა. ქალები ნიქაბით და მამაკაცები თურბანებით (თავსაბურავი). 1996 წელი.
ბურჰანუდინ რაბანის (ავღანეთის პრეზიდენტი 1992-2001 წლებში) მომხრე ავღანელი ჯარისკაცები, ომის შედეგად განადგურებულ დარულ ამანის სამეფო სასახლესთან. 1996 წლის 29 იანვარი.
თალიბანის მებრძოლი იცავს ახლად აშენებულ პოსტს პანჯშერის ხეობის მახლობლად, ავღანეთი, 1996 წლის 30 სექტემბერი.
ავღანელი დევნილები ქაბულიდან გარბიან. 1996 წლის ოქტომბერი
თალიბანის მებრძოლი ცდილობს იარაღის საშუალებით ფეხსაცმელი წაგლიჯოს ცხოველს, რომლსაც კბილებით უჭირავს. ქაბულის ზოოპარკი. 1996 წლის 13 ოქტომბერი.
თალიბანის მებრძოლი სამხედრო ტექნიკასთან. 1996 წლის 24 ნოემბერი
თალიბანის შეტაკებების ფონზე, ავღანელი დევნილები ქაბულიდან გარბიან. 1996 წლის 22 ოქტომბერი
თალიბანის მებრძოლი საბჭოთა კავშირის სამხედრო ტექნიკიდან სამთავრობო პოზიციებს ბომბავს. 1996 წლის 25 ოქტომბერი
იძულებით გადაადგილებული ავღანური ოჯახები მოელიან დროებით ბანაკში გადაყვანას ჰერათის პროვინციაში. ბანაკები გაეროს მიერ იქნა მოწყობილი. საერთო ჯამში ამ ბანაკებს 100 000-ზე მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი.
ავღანელები გასცქერიან მანქანებს, რომლებიც იწვიან ქაბულში აშშ-ის საელჩოს ეზოში. 2001 წლის 26 სექტემბერს ათასობით პრო-თალიბანური დემონსტრანტი შეიჭრა აშშ-ის საელჩოში.
ბაგრამის აეროდრომზე კვამლი ამოდის მას შემდეგ, რაც 2001 წლის 30 ოქტომბერს აშშ-ის თვითმფრინავებმა დაბომბეს თალიბანის პოზიციები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან ჩრდილოეთით 25 კილომეტრში.
თალიბანის რეჟიმის წარმომადგენლები აწყობენ ტრადიციულ მსვლელობას ავღანეთის ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით. ქაბული. 2001 წლის 19 აგვისტო
ავღანეთის გადარჩენის გაერთიანებული ისლამური ფრონტი, ცნობილი, როგორც ჩრდილოეთის ალიანსი GRAD-ის სარაკეტო გამშვებით იერიშს ახორციელებს ყუნდუზის პროვინციასთან, რომელიც ჯერ კიდევ თალიბანის კონტროლის ქვეშაა. 2001 წლის 22 ნოემბერი.
ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოს ქვეშ ავღანელი ბავშვები მარცვლეულს აგროვებენ. ქაბული. 2001 წლის 5 დეკემბერი
ფოტო: Reuters, AP