16 წლის ლიკა კვირკველია ქობულეთიდან საკალათბურთო კარიერას ესპანეთში, CB Adareva Tenerife - ში, სრული დაფინანსებით გააგრძელებს.
ლიკა 3 წლის განმავლობაში სანტა-კრუს-დე-ტენერიფეზე იცხოვრებს და, საკალათბურთო გამოცდილებასთან ერთად, ცოდნას ადგილობრივ სკოლაში მიიღებს.
"პირველ რიგში მადლობა ზაზა ფაჩულიას აკადემიას გაწეული შრომისათვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში აკადემია დამეხმარა განვითარებაში და უფრო ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მეამაყება, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. ყველანაირად ვეცდები, გავამართლო ყველა იმ ადამიანის იმედი, ვინც მგულმშემატკივრობს. აუცილებლად გავაკეთებ მაქსიმუს, რომ საქართველოს სახელი კიდევ გაჟღერდეს საზღვრებს გარეთ", - ამბობს ლიკა კვირკველია.
ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ლიკა 2018 წლის სექტემბერში აღმოაჩინა და ბათუმის ასაკობრივი გუნდიდან გადმოიყვანა. ახალგაზრდა კალათბურთელი აკადემიაში ბიჭების გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ფიზიკურ და ინდივიდუალურ მომზადებას გადიოდა. გარდა ამისა, 2019 წელს იგი , 2006-წლიანების გუნდთან ერთად, ლიტვაში, ბალტიის ლიგაზე, ასპარეზობდა.