4-11 აპრილს რუსეთის დედაქალაქში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მოსკოვში დღეს მიემგზავრება.
ეროვნულმა ნაკრებმა დასკვნითი შეკრება ბათუმში გაიარა და კონტინენტის პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა.
მათ შორის საკუთარ ძალებს მოსინჯავს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, საჩხერელი ძალოსანი ლაშა ტალახაძეც.