მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 0:0 დასრულდა, 75-ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 78-ე წუთზე კი მოწინააღმდეგის კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.