ბუდაპეშტში გამართულ ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ტოკიოს ოლიმპიადის ორი საგზური მოიპოვეს.
რამაზ ზოიძემ (67 კგ) ეფექტურ სტილში სომეხ არსენ გალსტიანს 10-1 მოუგო, ფინალში გავიდა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.
მეორე ლიცენზია კი ლაშა გობაძეს (87 კგ) ეკუთვნის. გობაძემ ნახევარფინალში რუსი ალირზაევი 9-5 დაამარცხა. ოლიმპიადის საგზური მხოლოდ ფინალში გასულმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.
ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ლიზენციის აღება მხოლოდ ავთანდილ კენჭაძემ შეძლო.
მანამდე ბერძნულ-რომაულ სტილში საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გიორგი მელიამ (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) აიღეს ნურსულთანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.