საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა.
ბორჯღალოსნებმა რუსეთს სამი უპასუხო ლელო გაუტანეს და ბონუსით, 23-6 გაიმარჯვეს.
ქართველმა მორაგბეემა "რაგბი ევროპის" 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში რუსეთის ნაკრები სტუმრად, კალინინგრადში დაამარცხეს.
მომდევნო კვირას, ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მეოთხე ტურში რუმინეთს უმასპინძლებენ, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრის 30% დაესწრება.