ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში, მადრიდში ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 25:19 სძლიეს და სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობენ.
შეგახსენებთ, წლევანდელი (და 2022 წლის) რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და ორი მოწინავე საფრანგეთის საგზურს მიიღებს.
საქართველომ მეტოქეს სამი ლელო გაუტანა. თავი თორნიკე ჯალაღონიამ, აკა ტაბუცაძემ და ჯაბა ბრეგვაძემ გამოიჩინეს. თედო აბჟანდაძემ ორ-ორი ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა. მასპინძლებმა მატჩის დებიუტში გატანილი ერთი ლელოთი გვიპასუხეს, თუმცა ჯარიმების წყალობით თამაშში ბოლომდე დარჩნენ და დასკვნით წუთებში ლელოზე ითამაშეს, მაგრამ ბორჯღალოსნებმა თავის დაცვა შეძლეს და "ლომები" მხოლოდ ბონუსს დასჯერდნენ.
ფოტო: Martin Seras Lima / TrySportimages