ფუტსალის ლიგის თასის გათამაშების მეოთხედფინალში "ევროპის უნივერსიტეტი" და "არმია" იასპარეზებენ.
II საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში EU-მ ქუთაისის "მართვე" ანგარიშით 7:4 დაამარცხა და თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.
"ევროპის უნივერსიტეტიდან" დაძაბულ მატჩში, თავი კარლო წვერავამ და გიორგი ქერხულმა გამოიჩინეს, რომლებიც გუნდს თასის საგზურის მოპოვებაში დაეხმარნენ.
მეტოქის რიგებიდან დუბლი მალხაზ შველაძემ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივესიტეტი" და "არმია", უმაღლესი ლიგის 6 გუნდს შეურთდებიან და ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში მათთან ერთად იასპარეზებენ.