"ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ?" - ასე ეხმაურება "TV პირველის" ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურისთვის მასალების ამოღების ნებართვის მიცემის შესახებ.
"ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის "რუსთავი 2"? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა,ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ!
ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი p.s- საბჭოთა ქოცობის გასაგონად - მახსოვს 7 ნოემბერიც და სპეცრაზმიც! აქ საბუთებით შემოჭრაზეა საუბარი!", - წერს გრიგოლია.
შეგახსენებთ, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანია "პირველიდან" ბერა ივანიშვილის ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძესთან საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალების ამოღების უფლება მისცა.