თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს. იტყობინება ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური.
"მადლობელი ვარ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ", - განაცხადა ბახმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.
თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შემდეგი 4 წლის განმავლობაში, 2025 წლამდე უხელმძღვაენელებს.
თომას ბახის კანდიდატურა, რომელიც ერთადერთი იყო ამ არჩევნებში, ოლიმპიური კომიტეტის 137-ე სესიაზე დამტკიცდა. არჩევნებში 67 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა 94 ხმა მიიღო, მხოლოდ ერთი წავიდა წინააღმდეგ.
თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.
ფოტო: IOC