საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს. ინფორმაციას ამის შესახებ საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.
“გურამ კაშიამ ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს”, – ნათქვამია ლოკომოტივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან”, – ამბობს გურამ კაშია.