ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს.
"ვწუხვარ იმის დანახვის გამო, რაც თბილისში ხდება. ძალადობა არ არის პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქართველ მეგობრებს შეეძლებათ, უფრო ღრმა კრიზისში შესვლა თავიდან აიცილონ. თავშეკავება და დემოკრატიის ერთგულება უნდა იყოს გადამწყვეტი", - წერს ლანდსბერგისი.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ის პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.