ვერ შეგვაშინებენ, ვაგრძელებთ ბრძოლას სამშობლოსთვის, რომელიც გვტკივა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განუცხადა.
„ვერ შეგვაშინებენ, რამდენს დაგვაპატიმრებენ, რამდენს გამოგვკეტავენ ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში. ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლისთვის, რომელიც გვტკივა. არ შეიძლება გაზის გამოყენება, დახურულ სივრცეში ხალხი ცუდად არის. მე ნიკასთან ვიყავი ბოლომდე, ის დააკავეს გავრილოვებმა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ის პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.