ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრიდან გამოეთიშა.
მსოფლიოს მე-40 ჩოგანი ამერიკელ ტომ პოლთან სამ სეტში 4:6 6:7 4:6 დამარცხდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე წყვილებს შორისაც ითამაშებს. ბასილაშვილისა და გერმანელი ჩოგბურთელის ანდრე ბეგემანის წყვილი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ კოლუმბიელებს - ხუან-სებასტიან კაბალსა და რობერტ ფარას დაუპირისპირდება.
წყვილებს შორის მატჩი 10 თებერვალს გაიმართება.
მანამდე, თებერვლის დასაწყისში ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნის ტურნის პირველივე მატჩში დამარცხების შემდეგ გამოეთიშა.