საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019-2020 წლების "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო შეხვედრაში რუსეთს უმასპინძლა.
ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 16:7 დაამარცხეს. ბორჯღალოსნებმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვეს და რაგბი ევროპის თასს დაეუფლნენ
ეს მატჩი გასული წლის ადრეულ გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 2021 წლის 7 თებერვალს უმაყურებლოდ გაიმართა.