გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
ანგელა მერკელი არ გამორიცხავს, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით ბერლინის პოზიცია რუსეთის ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნისთან მოწამვლის საქმეზე რუსეთის დაუკავშირდეს.
"კანცლერი ფიქრობს, რომ თავიდანვე ვერაფერი გამოირიცხება", - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა.
იმავდროულად მან აღნიშნა, რომ ამ ორი ორივე ერთმანეთთან დაკავშირება ნაადრევია, ვინაიდან ჯერ ევროკავშირში საერთო პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს.
"ჯერ ნაადრევია პასუხის გაცემა, მხოლოდ გასულ კვირას მივიღეთ ახალი ინფორმაცია", - დასძინა ზაიბერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თავდაპირველად ანგელა მერკელი მტკიცედ აცხადებდა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" და ნავალნისთან დაკავშირებული შემთხვევა არ უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, რადგან გაზსადენის მშენებლობა უცილობლად უნდა დასრულდეს.
ალექსეი ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს, ტომსკიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენის დროს, გახდა. თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება ომსკის აეროპორტში მოახდინა. ოპოზიციონერი კომატოზურ მდგომარეობაში ომსკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 22 აგვისტოს იგი გერმანიაში, ბერლინის "შარიტეს" კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
2 სექტემბერს გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილია ქიმიური ნივთიერება "ნოვიჩოკი", რომელიც პირველად სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის დროს გახდა ცნობილი, 2018 წლის მარტში.
მაშინ ბრიტანეთის ხელისუფლებამ სკრიპალების მოწამვლის ორგანიზებაში რუსული სპეცსამსახურებს დასდო ბრალი და ქვეყნიდან ათეულობით რუსი დიპლომატი გააძევა. მოსკოვი დღემდე უარყოფს ამ ბრალდებებს.
ანგელა მერკლემა ნავალნის მოწამვლის გარემოებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების გაკეთება რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვა. მისი განცხადებით, ნავალნი დანაშაულის მსხვერპლია და იგი "გაჩუმების მიზნით მოწამლეს".
მერკელის განცხადებით, უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, რომ ნავალნი დანამდვილებით "ნოვიჩოკით" მოწამლეს.
რუსეთის ხელისუფლება მტკიცედ უარყოფს ნავალნის მოწამვლასთან რაიმე სახის კავშირს.
ნერვული აგენტი "ნოვიჩიკი" თავდაპირველად საბჭოთა ლაბორატორიებში შეიქმნა, მოგვიანებით იგი განავითარეს რუსმა მეცნიერებმა. საწამლავი ანადგურებს ადამიანის ნერვულ სისტემას.