რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაშია. სავარაუდოდ ის მოწამლულია. პოლიტიკოსის პრესსპიკერის კირა იარმიშის განმარტებით, პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაშია და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. საავადმყოფოში სამართალდამცველებიც გამოიძახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავში გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაჯდა.
ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ნავალნი სავარაუდოდ ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა, რადგან მას მხოლოდ ჩაი ჰქონდა მიღებული.