გერმანიის მთავრობა "უტყუარი მტკიცებულებების" საფუძველზე აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტით მოწამლეს.
გერმანიაში სპეციალურმა სამხედრო ლაბორატორიამ ჩაატარა ტოქსიკოლოგიური ტესტები ნავალნის ნიმუშების გამოყენებით, რომელიც 22 აგვისტოს ციმბირის ქალაქ ტომსკში შეუძლოდ გახდომის შემდეგ გადაიყვანეს ბერლინის "შარიტეს" საავადმყოფოში.
დღეს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მთავრობის წევრებთან ერთად განიხილა ლაბორატორიული დასკვნები, სადაც აღნიშნულია, რომ ნავალნი მოწამლეს ქიმიური იარაღით, "ნოვიჩოკით", რომელიც საბჭოთა მეცნიერებმა შექმნეს.
"ფედერალური მთავრობა მკაცრად გმობს ამ თავდასხმას", - განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან ზაიბერტმა.
"ბერლინი მსჯელობს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან ერთად ერთობლივ საპასუხო ნაბიჯებზე", - დასძინა პრესსპიკერმა.
"ნოვიჩოკი" იგივე ქიმიური ნივთირებაა, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა დიდ ბრიტანეთში სკრიპალების ოჯახების მოსაწამლად გამოიყენა.