გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, "შოკის მომგვრელია" ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით" რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიცოცხლის ხელყოფა "ნერვული აგენტით" სცადეს.
გერმანიაში სპეციალურმა სამხედრო ლაბორატორიამ ჩაატარა ტოქსიკოლოგიური ტესტები ნავალნის ნიმუშების გამოყენებით, რომელიც 22 აგვისტოს ციმბირის ქალაქ ტომსკში შეუძლოდ გახდომის შემდეგ გადაიყვანეს ბერლინის "შარიტეს" საავადმყოფოში.
მერკელის თქმით, ნავალნი დანაშაულის მსხვერპლია, რომლის მიზანიც მისი გაჩუმება იყო.
"ეს საქმე სერიოზულ კითხვებს ბადებს, რომლებზეც პასუხის გაცემა მხოლოდ რუსეთს შეუძლია და მან უნდა უპასუხოს. მსოფლიო ელოდება პასუხებს", - განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, დღეს, გერმანიის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ალექსეი ნავალნი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამლეს.
"ნოვიჩოკი" იგივე ქიმიური ნივთირებაა, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა დიდ ბრიტანეთში სკრიპალების ოჯახების მოსაწამლად გამოიყენა.
ფოტო: EPA